ნადარაია: დასავლური ღირებულებები აფხაზურს ეწინააღმდეგება

გალის რაიონის დე ფაქტო მმართველი თემურ ნადარაია გალში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას დასავლური ტრადიციების დანერგვას უკავშირებს.

“არასამთავრობოები ცუდს კი არაფერს აკეთებენ, მაგრამ თანდათანობით, ჩვენთვის შეუმჩნევლად, საკუთარი ცხოვრების წესს, ფასეულობებს ჩვენს საზოგადოებაში ნერგავენ. ჩვენ ყველანი ევროპული წარმოების კოსტუმებს კი ვატარებთ, ამაზე საუბარი არ არის, სუბარია ჩვენს ღირებულებებზე, ტრადიციებზე. ჩვენ ხომ განვსხვავდებით სხვა ერებისგან და გვინდა კი სხვა ერების ტრადიციები?! თუ კი, მაშინ, კი ბატონო.

შეხედეთ იმ ხალხს, რომლებიც მათთან მუშაობენ, ისინი სხვანაირად საუბრობენ, სხვანაირად აზროვნებენ, სხვანაირად იცვამენ. ამას ისინი ევროპულ კულტურას ეძახიან. და ჩვენი კულტურა და ტრადიციები ცუდია? ჩვენი ფასეულობები, რომლებსაც მთელი ცხოვრება მივდევთ – უფროსის, სტუმრის, ქალის მიმართ პატივისცემა. აი, რატომ გვინდა სხვისი ფასეულობების გადმოღება? და გვგონია, რომ უკეთესები და ცივილიზებული გავხდებით? არა, როდესაც ჩვენი ფესვები გაქრება და ამავე დროს, ვერც ევროპელები გავხდებით, ეს იქნება შინაგანი განადგურება”, – აცხადებს ნადარაია.

აფხაზეთში დასავლური ღირებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მსგავსი განცხადებები რუსული ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი