ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რიგი ენგურის გამშვებ პუნქტზე [ფოტო]

30 აპრილი, 2019 • 1222
რიგი ენგურის გამშვებ პუნქტზე [ფოტო]

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ენგურის გამშვებ პუნქტზე სოხუმის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ზუგდიდის მიმართულებით გადმომსვლელებს 30 აპრილის დილიდან გრძელ რიგებში უწევთ დგომა.

ადგილობრივები ჩივიან, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას ხელს უშლის პარალელურად გახსნილი მეორე რიგიც, საიდანაც მოსახლეობას 100 რუსული რუბლის [დაახლოებით, 4 ლარი] სანაცვლოდ ატარებენ.

რიგი ენგურის ხიდზე; ფოტო: ლანა კოკაია

მასალების გადაბეჭდვის წესი