ახალი ამბები

ISFED უკრაინაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება

26 ოქტომბერი, 2014 • • 929
ISFED უკრაინაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება

ENEMO-ს მისიის ფარგლებში ISFED-ს ორი გრძელვადიანი და 8 მოკლევადიანი დამკვირვებელი ჰყავს უკრაინაში მივლენილი.  ISFED-ის გრძელვადიანი დამკვირვებლები უკრაინაში წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდებოდნენ. დღეს ISFED საპარლამენტო არჩევნებს ოდესაში, ლვოვსა და კიევში აკვირდება.

 

ENEMO დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპული ქსელია, სადაც 17 ქვეყნის 21 ორგანიზაციია გაერთიანებული. სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე დაკვირვებისას ხელმძღვანელობას ევროპული სტანდარტებით, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

 

უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს ENEMO-ს ეგიდით 156 მოკლევადიანი დამკვირვებელი 17 ორგანიზაციიდან აკვირდება.  დამატებით 21 ჯგუფი არჩევნების გრძელვადიან დაკვირვებაზე მუშაობს.

 

ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, 26 ოქტომბრის არჩევნები არ ტარდება 12 საარჩევნო ოლქში, რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე. პრორუსი სეპარატისტები ნოემბერში საკუთარ, სეპარატისტულ არჩევნებს გეგმავენ.  

 

უკრაინის რადაში 450–ის ნაცვლად 423 დეპუტატს აირჩევენ. 

 

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებს 5% -იანი ბარიერის გადალახვა ესაჭიროებათ რადაში ადგილების მოსაპოვებლად.  

 

მთავარი პარტიები, რომლებიც გამარჯვებისთვის იბრძვიან, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბლოკია, სადაც მისი “სოლიდარობის პარტია” და ვიტალი კლიჩკოს პარტიაა გაერთიანებული. ასევე, პრემიერმინისტრის, არსენი იაცენიუკის „სახალხო ფრონტი“, ოლეგ ლიაშკოს „ნაციონალური რადიკალური პარტია“ და ყოფილი პრემიერ მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივსჩინა“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი