კინოსტუდია მარველის „შურისმაძიებლების“ დასკვნითმა ფილმმა, „დასასრულმა“ (Avengers: Endgame) გაყიდვებში მსოფლიო რეკორდი მოხსნა.
ჩაშვების პირველივე შაბათ-კვირას მარველმა ფილმის კინოგაქირავებიდან 1.2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. როგორც გამოცემა Vox წერს, „დასასრულის“ პრემიერამ ფილმების პრემიერების ისტორიაში ყველაზე მეტი თანხა მოიზიდა.
წინა რეკორდიც მარველის „შურისმაძიებლების“ წინა ფილმს, „უსასრულობის ომს“ ეკუთვნოდა — 640 მილიონი აშშ დოლარი პრემიერიდან.
საქართველოში „ენდგეიმის“ პრემიერა გუშინ, 28 აპრილს შედგა. თბილისში ბილეთები პრემიერის თარიღის გამოცხადებიდან ერთ საათში უკვე გაყიდული იყო, რის გამოც კინოთეატრებმა სეანსები დაამატეს.
თუ ჯერაც არ გინახავთ ეს ეპოქალური ფილმი (ან ნახეთ, მაგრამ ძველების გადამეორება გეზარებათ), გირჩევთ, გაიაროთ ნეტგაზეთის ტესტი: