ახალი ამბები

„უკრაინელები ჩვენით მოვრიგდებით“ — სააკაშვილი პუტინს უკრაინის მოქალაქეობაზე

29 აპრილი, 2019 •
„უკრაინელები ჩვენით მოვრიგდებით“ — სააკაშვილი პუტინს უკრაინის მოქალაქეობაზე

მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის არჩეული პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ ზელენსკისთვის მიცემულ რჩევას, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს, და დაწერა, რომ ეს პუტინის საქმე არ არის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ურჩია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრონოს.

„ვინ ურჩევს ზელენსკის, მოქალაქეობა დამიბრუნოს? პუტინი? ეს ის პუტინია, რომელმაც 2017 წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე ხმამაღლა მოითხოვა პოროშენკოსგან ჩემი უკრაინიდან განდევნა (რაც პოროშენკომ ერთ თვეში გააკეთა კიდეც)“, — დაწერა სააკაშვილმა. მისი თქმით, პეტრო პოროშენკოს სწორედ პუტინმა მოსთხოვა მისი ქვეყნიდან გაძევება.

სააკაშვილმა პუტინს „ახლადგამომცხვარი ტროლი“ უწოდა და მიმართა: „ეს [ჩემი მოქალაქეობის საკითხი] თქვენი საქმე არ არის. ჩვენ, უკრაინელები, ჩვენით მოვრიგდებით“.

ნახეთ ასევე:

პუტინი ზელენსკის ურჩევს, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი