ახალი ამბები

რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს

29 აპრილი, 2019 • 2143
რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს

28 აპრილს რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების მოქალაქე ბაიკერების კოლონა საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც EA Daily წერს, ბაიკერები — დაახლოებით 30 — საბერძნეთში მიდიოდნენ ბაიკერების შეკრებაზე.

შსს-ში ნეტგაზეთს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძველად დაუსახელეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის “თ” ქვეპუნქტი“.

ამ მუხლის თანახმად, უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე უარი შეიძლება უთხრან, თუკი იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი