ახალი ამბები

კახეთში მამა შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

29 აპრილი, 2019 • 1441
კახეთში მამა შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

კახეთში, გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში მამა შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, 40 წლის კაცს გულ-მკერდის არეში დაარტყეს ცივი იარაღი; ის ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ის თანახმად, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა მოკლულის მამა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციითვე, ის 69 წლისაა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მუხლი 7-დან 15-მდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი