ახალი ამბები

სამშობლოსადმი დამოკიდებულების მხრივ რამდენიმე შეტევა ხორციელდება – ილია II

28 აპრილი, 2019 • 1470
სამშობლოსადმი დამოკიდებულების მხრივ რამდენიმე შეტევა ხორციელდება – ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ტრადიციულ სააღდგომო ეპისტოლეში სამშობლოსადმი ადამიანების დამოკიდებულებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ დღეს “რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება”.

“ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება.

დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება: ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან; მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ანვითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ; სხვანი კი ზოგადადამიანური ღირებულებებით გვესაუბრებიან და პატრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიან”, – აღნიშნავს ის.

გაძლიერდა ათეიზმის პროპაგანდა და მისი გავლენა საქართველოშიც იგრძნობა – ილია II

 

მასალების გადაბეჭდვის წესი