კანონპროექტით, აშშ-მა საქართველოს, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს

ამერიკის კონგრესში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა კანონპროექტი შეიტანა, რომლითაც საქართველოს, შესაძლოა, გარკვეული სანქციები დაუწესდეს.

კანონპროექტი სანქციებს იმ შემთხვევაში გულისხმობს, თუ დადასტურდება, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ამერიკის მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენებთან დადებულ ხელშეკრულებებსა და აღებულ ვალდებულებებს დაარღვევს.

კანონპროექტი 28 თებერვლით თარიღდება და მასში გაწერილია შესაძლო სანქციების ნუსხაც. ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სანქციები ითვალისწინებენ, რომ საქართველოს მთავრობას აშშ-ის სახელმწიფო უწყებებიდან კრედიტები, დაზღვევები და ფინანსური დახმარება [გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა, რაც საკვებსა და სამედიცინო ხელშეწყობას გულისხმობს] შეუწყდება.

გარდა ამისა, საქართველოს შესაძლოა დაუწესდეს სანქციები ვიზებთან დაკავშირებითაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან