ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ბრძოლა ბოლომდე!” – ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგები სომხეთში [ფოტო]

25 ოქტომბერი, 2014 • • 1393
“ბრძოლა ბოლომდე!” – ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგები სომხეთში [ფოტო]

პირველი ასეთი ხალხმრავალი აქცია ოპოზიციამ 10 ოქტომბერს გამართა და ლიდერებმა მაშინ პირობა მისცეს შეკრებილ ხალხს, რომ ყველა ღონეს იხმარდნენ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელიც, მათი თქმით, უძლურია გამოასწოროს ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, შეაჩეროს მიგრაცია, რომელიც სულ უფრო და უფრო მასობრივი ხასიათის ხდება, ებრძოლოს უმუშევრობას, ჩინოვნიკების აღვირახსნილობასა და კრიმინალს, ასევე, ფასების ზრდას სხვადასხვა პროდუქტზე.

მიტინგი ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 24.10.2014
მიტინგი ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 24.10.2014

 

იგივე გაიმეორეს ორგანიზატორებმა ამ აქციაზეც. საპარლამენტო ფრაქცია “სომხეთის ეროვნული კონგრესის” მდივანმა არამ მანუკიანმა განაცახდა, რომ დღეს თავისუფლების მოედანი და იქ შეკრებილი “თავისუფლებისმოყვარე ხალხი“ ითხოვს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებას.

მიტინგი ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 24.10.2014
მიტინგი ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 24.10.2014

 

“ხელისუფლების ცვლილება, სერჟ სარგსიანის დანაშაულებრივი რეჟიმისგან გათავისუფლება არის სომხეთის მთელი ხალხის მოთხოვნა,” – განაცხადა მანუკიანმა, რომელმაც მოუწოდა შეკრებილებს ოპოზიციური სამეულის მიერ დაწყებული პროცესის გარშემო კონსოლიდაციისკენ.

მიტინგი ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 24.10.2014
მიტინგი ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 24.10.2014

 

სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა, “სომხეთის ეროვნული კონგრესის” ლიდერმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა ხალხს მოუწოდა, არ შეუშინდნენ არაფერს და გააგრძელონ ბრძოლა გამარჯვებამდე, მანამ, სანამ “სარგსიანის დამნაშავე რეჟიმი არ დაეცემა”.

გამარჯვება - წარწერა პლაკატზე, მიტინგი ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 24.10.2014
გამარჯვება – წარწერა პლაკატზე, მიტინგი ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 24.10.2014

 

მოედანზე შეკრებილი ხალხი ორგანიზატორებისადმი მხარდაჭერას გამოხატავდა შეძახილებით – “სერჟიკ, წადი!” “გამარჯვება!” “ბრძოლა ბოლომდე!”

გაგიკ წარუკიანი, ოპოზიციური პარტია
გაგიკ წარუკიანი, ოპოზიციური პარტია ‘აყვავებული სომხეთის’ ლიდერი
ლევონ ტერ-პეტროსიანი,
ლევონ ტერ-პეტროსიანი, ‘სომხეთის ეროვნული კონგრესის’ ლიდერი
რაფი ოვანისიანი, ოპოზიციური პარტია
რაფი ოვანისიანი, ოპოზიციური პარტია ‘მემკვიდრეობის’ ლიდერი

მიტინგზე ოპოზიციური პარტიების სამივე ლიდერი გამოვიდა სიტყვით, რომლებმაც გამოაცხადეს ქვეყანაში უვადო მოძრაობა ხელისუფლების გადასაყენებლად. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ასეთი მასობრივი საპროტესტო აქციები ჩატარდება კვირაში ერთხელ – “მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიგნებს, რომ მისი დრო დასრულდა”.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი