ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩირიკბა: რუსეთთან შეთანხმების აუცილებლობა საქართველოს აგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია

25 ოქტომბერი, 2014 • • 1020
ჩირიკბა: რუსეთთან შეთანხმების აუცილებლობა საქართველოს აგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია

“აფხაზეთისთვის და რუსეთისთვის სამხრეთ ფლანგზე უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ჩვენ სრული ურთერთგაგება გვაქვს. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რამდენადაც საქართველო NATO-ში შესვლას გეგმავს და აშშ აქტიურად ლობირებს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას. NATO-ს ბევრი მაღალჩინოსანი ჩადის საქართველოში, მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩვენ არ ვიცით მათი შინაარსი, თუმცა ცხადია, რომ ისინი საქართველოს NAT0-ში წევრობისთვის ამზადებენ, “- განაცხადა ჩირიკბამ. 


მისი თქმით, ეს აფხაზეთისა და რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს და ამ მხრივ მათი ინტერესები ემთხვევა.

 

“ახალი შეთანხმების აუცილებლობის ახსნა სწორედ ამით შეიძლება. საქართველო მშვიდობისმოყვარული ქვეყანა რომ ყოფილიყო, ასეთი ფართომასშტაბიანი შეთანხმებების აუცილებლობა არ დადგებოდა,”- განაცხადა აფხაზეთის წარმომადგენელმა.  

 

13 ოქტომბერს აფხაზმა პარლამენტარებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” ახალი შეთანხმების პროექტი მიიღეს. დოკუმენტი ხელმოწერილია მოსკოვში და გამოგზავნილია სოხუმში, როგორც დიპლომატიური არხებით მოწოდებული რუსეთის წინადადება. ახლა დეპუტატებმა შეთანხმების თავიანთი ვარიანტი უნდა წარმოადგინონ – ამასთან, ეს ორი კვირის ვადაში უნდა გააკეთონ! როგორც კრემლში ვარაუდობენ, თავად შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა იყოს ხელმოწერილი.

  

რუსეთის მიერ მომზადებული დოკუმენტი აფხაზეთში ოფიციალური უწყებებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა კრიტიკულად შეაფასეს. განცხადებები საქართველოს მთავრობაშიც გაკეთდა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი