ახალი ამბები

მინისტრი დანელია: iPhone 6 –ის სფასური დაფარულია ჩემი პირადი ანგარიშიდან

23 ოქტომბერი, 2014 •
მინისტრი დანელია: iPhone 6 –ის სფასური დაფარულია ჩემი პირადი ანგარიშიდან

„მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კონკრეტული პარამეტრის ტელეფონის შეძენა განპირობებული იყო სამსახურებრივი საჭიროებით და განხორციელდა კანონის სრული დაცვით, ამას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. აღნიშნული ტელეფონის საფასური უკვე დაფარულია ჩემი პირადი ანგარიშიდან, ვინაიდან თითოეული მოქალაქის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

ბიუჯეტის სახსრებით სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის iPhone 6 –ის ყიდვის შესახებ ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2014 წლის 21 ოქტომბერს გაავრცელა.  

 

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მინისტრ ოთარ დანელიასთვის 1 739 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი iPhone 6 იყიდა, რომელიც საქართველოში გაყიდვაში 1 თვის წინ, 2014 წლის 17 სექტემბრიდან შემოვიდა.

 

სამინისტროში განაცხადეს, რომ მინისტრისთვის ბოლო მოდელი ტელეფონი მას შემდეგ იყიდეს, რაც მას iPhone 5 დაუზიანდა.

 

ოთარ დანელია
ოთარ დანელია

მასალების გადაბეჭდვის წესი