გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-29 აპრილს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
როგორც “ნეტგაზეთს” სააგენტოში განუცხადეს, 26 აპრილს ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 27-28 აპრილს კი ზოგ რეგიონში დღის ბოლოს შესაძლოა მცირე ნალექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 22-27 გრადუსს მიაღწევს, აღმოსავლეთში კი 20-25 გრადუსის ფარგლებში იქნება.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 26-29 აპრილს ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსი იქნება.