“ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და მისი მოგვარების გარეშე საქართველოში ვერ შედგება თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება. მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ ამ მიმართულებით დღემდე განხორციელებული ღონისძიებები იყო ფრაგმენტული და არასაკმარისი. აუცილებელია მეტი აქტიურობა სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან პრობლემის გააზრებისა და გადაჭრისთვის”,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია თვლის, რომ პრობლემის მოგვარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობაა.
“ამ მიმართულებით ცესკო წლებია მუშაობს, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა და ახალი ამოცანები დაგვისახა. ცესკოს გადაწყვეტილებით, ქალთა გაძლიერება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხდება ორგანიზაციის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი და მისი ასახვა მოხდება ცესკოს ახალ სტრატეგიულ გეგმაში”.-ნათქვამია განცხადებაში.





