ახალი ამბები

“პარტიზანების” კარავმა ვაკის პარკიდან თბილისის მერიასთან გადაინაცვლა[ფოტო/ვიდეო]

22 ოქტომბერი, 2014 •
“პარტიზანების” კარავმა ვაკის პარკიდან თბილისის მერიასთან გადაინაცვლა[ფოტო/ვიდეო]

“პარტიზანმა მებაღეებმა” მერიასთან ფოტოგამოფენაც გამართეს, რომელზეც თბილისის ურბანული განაშენიანების ის მაგალითები იყო გამოფენილი, რომელიც, მათი აზრით, პრობლემურია და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

“პარტიზანი მებაღეების” აქტივისტი, ნატა ფერაძე ამბობს, რომ მერიასთნ მიტანილი კარავი თვეების განმავლობაში იდგა ვაკის პარკში, სადაც პარტიზანები სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ.


ფერაძის თქმით, ისინი აგრძელებენ ბრძოლას ვაკის პარკისა და თბილისის გამწვანების დასაცავად, თუმცა მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ქალაქში არსებული ყველა პრობლემა გააპროტესტონ და მხარდაჭერას მერიისგან ითხოვენ.

“გადავდივართ ქუჩის ქმედებებზე, რომ შეგვიშვან ზამთარში სახლებში და ვუტოვებთ ჩვენს კარავს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნატა ფერაძემ.

გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ისინი სამი თვეა ელოდებიან მერიის მხრიდან მოქმედებებს, თუმცა კომპანიამ, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს აშენებს, მათ წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.

“გავიგეთ, რომ ინვესტორი ამზადებს ღია კამპანიას, რომ რამდენი ლამაზი ხის დარგვას აპირებს და პარტიზანები კი ვართ ველური ბუნების მოყვარულები და ვაფერხებთ ქალაქის განვითარებას”, – ამბობს ფერაძე.

აქტივისტს საჭიროდ მიაჩნია, რომ მერიამ შეიმუშავოს გეგმა, რომლითაც უკეთესად დარეგულირდება მშენებლობებები და წინასწარ უნდა შემუშავდეს იმ მცენარეთა ნუსხა, რომელიც თბილისში დაირგვება.

კანონმდებლობის გადახედვა და ზონალური შეთანხმებების შეცვლის შეჩერება, გამწვანების სამსახურის პროფესიონალებით დაკომპლექტება, არის ის მოთხოვნები, რომელიც ნატა ფერაძის აზრით, ქალაქში მდგომარეობას დაასტაბილურებს.

“პარტიზანი მებაღეების” მოთხოვნას სწრაფი ცვლილებების თაობაზე არ ეთანხმება თბილისის ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი, რომელიც აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდა და პარტიზანების 10 წარმომადგენელი მერიაში შესახვედრად მიიწვია.

როგორც “პარტიზანული მებაღეობის” წევრმა ნიკა დავითაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გვითხრა, ხატისკაცი მათ დაპირდა, რომ მერია თვის ბოლომდე განიხილავს პრობლემური მშენებლობების საკითხს და მათაც გააცნობს იმ სამოქმედო გეგმას, რომელსაც მერია შეიმუშავებს.

ხატისკაცი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ მერია მუშაობს საშენებლო საკითხების მოგვარებაზე, თუმცა ამას სჭირდება დრო. რაც შეეხება ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობას, შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც მერიის იურისტი ხელძმღვანელობს.

ვიცემერის თქმით, მერიას აქვს სურვილი, რომ ვაკის პარკში მშენებელობები შეწყდეს, თუმცა არ სურს, რომ მერიამ ინვესტორის მიმართ არაკანონიერი ქმდება ჩაიდინოს.

“ამ დღეებში უნდა ჩამოაყალიბონ სამართლებრივი გეგმა, რა უნდა გაკეთდეს, რომ მერიამ არ განახორციელოს უკანონობა. ჩვენი მიზანია, რომ ვაკის პარკმა შეინარჩოს რეკრეაციული სტატუსი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნინა ხატისკაცმა.

რაც შეეხება გამწვანებას, ხატისკაცის თქმით, გამოიკვეთა სამი გამარჯვებული კომპანია, რომელიც სკოლების, ბაღების, ქუჩებისა და სკვერების გამწვანებაზე იზრუნებს.

იგი ეთანხმება პარტიზანების მოთხოვნას, რომ წინასწარ უნდა იყოს შერჩეული, თუ რომელი ჯიშის ხეები დაირგვება და ამისთვის მერიამ დაიწყო მუშაობა დოკუმენტზე, რომელშიც იქნება ჩამონათვალი თბილისში დასარგავი ხეებისა, მაგრამ ხატისკაცი ამბობს, რომ შეუძლებელია ამ დოკუმენტის შემუშავებამდე გამწვანების პროცესი შეაჩერონ.

შენი ჯერია, მერია! 22.10.2014
შენი ჯერია, მერია! 22.10.2014

შენი ჯერია, მერია! 22.10.2014
შენი ჯერია, მერია! 22.10.2014

შენი ჯერია, მერია! 22.10.2014
შენი ჯერია, მერია! 22.10.2014

შენი ჯერია, მერია! 22.10.2014
შენი ჯერია, მერია! 22.10.2014

შენი ჯერია, მერია! 22.10.2014
შენი ჯერია, მერია! 22.10.2014

შენი ჯერია, მერია! 22.10.2014
შენი ჯერია, მერია! 22.10.2014

შენი ჯერია, მერია! 22.10.2014
შენი ჯერია, მერია! 22.10.2014

შენი ჯერია, მერია! 22.10.2014
შენი ჯერია, მერია! 22.10.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი