დღეს, 24 აპრილს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური სომხები ოსმალურ იმპერიაში 1915-23 წლებში მომხდარ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავენ.
სომხეთის მასშტაბით დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონიები და მსვლელობები 23 აპრილის საღამოდან დაიწყო.
სომეხთა გენოციდი არაერთ ქვეყანას აქვს აღიარებული ოფიციალურად. სომეხი ისტორიკოსები და პოლიტიკოსები 1915–1918 წლებში განვითარებულ მოვლენებს ოსმალეთის იმპერიის მიერ ეთნიკური ნიშნით სომხების მასობრივ მკვლელობად, გენოციდად მიიჩნევენ.
გენოციდის აღიარება ერევნისთვის არა მხოლოდ “ისტორიული სამართლიანობის აღდგენის” საშუალებაა, არამედ ის არის გარკვეული გარანტია, რომ ანკარა ერევანთან ურთერთობებში ძალას არ გამოიყენებს.