ახალი ამბები

სოფელ მოხეს მაცხოვრებელი: მეჩეთთან მობილიზებულმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

22 ოქტომბერი, 2014 • • 1204
სოფელ მოხეს მაცხოვრებელი: მეჩეთთან მობილიზებულმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

” ვერ დავთვალე ზუსტად რამდენი ადამიანი წაიყვანეს. არეულობაა, სცემენ და ტყეპენ ერთმანეთს, პოლიცია ურტყამს, აბა, პოლიციას ვინ უნდა შეეხოს, ყველაფერი ძალადობრივად მიდის, მე დაბლა ვიყავი, ეს ზედა მხარეს მოხდა, როცა ამოვედი, პიკაპში ყრიდნენ უკვე ადამიანებს”,-ამბობს ოთარ გორგაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

მისივე თქმით, პოლიცია ძველი მეჩეთის ტერიტორიას ასუფთავებდა. ადგილზე მიიტანეს აბრა, რომელზეც წერია, რომ კულტურის ცენტრი და ბიბლიოთეკა გაიხსნება.

 

“რომელ სამლოცველოში გაგიგონიათ ცეკვა-სიმღერა და თამაში იყოს, თუ გინდა ეკლესია იყოს, გინდაც სინაგოგა”.

 

ოთარ გიორგაძე ამბობს, რომ ადგილზე დაახლოებით 20 პოლიციის პიკაპია მობილიზებული, ხოლო დაახლოებით 200 ადამიანი აპროტესტებს ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე კულტურის ცენტრის და ბიბლიოთეკის გახსნას.

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გაერკვია, თუ რატომ დააკავეს ადგილობრივები, საგამოძიებო უწყებას ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.

 

სოფელ მოხეში არსებულ ძველ მეჩეთთან პოლიციის მობილიზების შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გაავრცელა. დაპირისპირება მოხეში 18 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ყოფილი მეჩეთის ტერიტორიაზე გამგეობის გადაწყვეტილებით ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მუშები გამოჩნდნენ შენობის დემონტაჟისა და მისი კულტურის სახლად გადასაკეთებლად. ამჟამად მეჩეთის შენობა ადგილობრივი გამგეობის ბალანსზეა. ჭელის მინარეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ შენობა დაბინძურებულია, მას ტუალეტად იყენებენ, რაც მათთვის მიუღებელია. მისი თქმით, გამგეობას მეჩეთის შენობაში კლუბის გახსნა უნდა. სრულიად საქართველოს მუფთი კი მოხეს მეჩეთის შენობაში კლუბის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

 

მეჩეთთან მობილიზებული პოლიცია ფოტო: სამხრეთის კარიბჭე
მეჩეთთან მობილიზებული პოლიცია ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

მასალების გადაბეჭდვის წესი