არეულობა პირდაპირ ეთერში მას შემდეგ მოხდა, რაც ბაჩო ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ სტუდიაში მყოფ გადაცემის ერთ-ერთ მონაწილეზე განაცხადა, რომ ის ნარკოტიკების მომხმარებელია და მისი ბიძა ოჯახის წევრის მკვლელობაში დაადანაშაულა.


გადაცემა ეძღვნება ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას მომხრეების მიერ პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართულ აქციას, ასევე, მისი მოწინააღმდეგების პროტესტს, რომელიც გამოხატეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ხვალ ახალაიას საქმეზე მორიგი განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *