9:30 – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ყაზახეთის მრეწველობისა და ინვესტიციების განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართება საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს ფორუმი. მისამართი: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”;
10:00 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ფილიპ ბრიდლავს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი და ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ;
10:00 – თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება;
11:00 – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანი მიროტაძე “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;
11:00 – “პირველ პრესკლუბში” სკოლის დირექტორები, დირექტორების არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
11:00 – საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მერიაში დაგეგმილი ატესტაცია.
11:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი ოთარ მელქაძე პრესკონფერენციას გამართავს; თემა: ქალთა ძალადობა;
11:30 – “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უსუფაშვილის წერილი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
12:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდება;
12:00 – “პირველ პრესკლუბში” პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
12:00 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიას გახსნის, სადაც მოხდება როგორც პრაკტიკული მეცადინეობა, ისე ჩატარდება თეორიული კურსები. მისამართი: ჭიჭინაძის ქ. 10 (აფრიკის დასახლება);
12:00 – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე დისკუსიას გამართავს. მისამართი: ჯანსუღ კახიძის #15, საიას სასემინარო დარბაზი;
12:00 – საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;
12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში დიტო ცინცაძის ფონდის დირექტორი კახა ჯანაშვილი და ფონდის წევრები პრესკონფერენციას გამართავენ; თემა:თაღლითების მიერ ფონდის სახელით ფულის გამოძალვა;
12:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენელი ალექსანდრე კობაიძე „ნიუიორკ თაიმსში“ დავით უსუფაშვილის ინტერვიუს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს;
13:00 – თბილისის მერიასთან (შარტავას ქუჩაზე) პარტიზანული მებაღეობა აქცია კონცერტს – “შენი ჯერია, მერია!” გაიმართება;
16:00 – დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, საქართველოსკულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის კრისტიან როზეს ფოტონამუშევრების გამოფენას გახსნის;
17:00 – საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა. მისამართი: პარლამენტის თბილისის სასახლე, C ფლიგელი, ოთახი 002;
17:00 – საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, უკრაინის საელჩოსთან გაიმართება მხარდამჭერი აქცია. პარალელური აქციები მოეწყობა საქართველოს 3 რეგიონში: ზუგდიდი – ბულვარის ტერიტორია, ბათუმი – თავისუფლების მოედანი (ყოფილი ერას მოედანი), ქუთაისი აღმაშენებლის მოედანი (ბაღის კიდის სვეტებთან);
18.00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია „თვითმმართველობის ერთეულების ფინანსთა ასოციაციის“ (GFOA) თავმჯდომარეს, ჯეფრი ესერს შეხვდება და მასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივრებს განიხილავს. (მის.ლერმონტოვის ქ, #10);
19.00 – ლევან გიგინეიშვილის ლექცია „უმბერტო ეკოს რომანის „ვარდის სახელის“ ფილოსოფიური-თეოლოგიური ფონი“. მისამართი: მწერალთა სახლი;
19:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, წიგნის სახლ ლიგამუსში გაიმართება დისკუსია ფემიციდზე საქართველოში;
19:30 – ისრაელის სახლში მომღერალი თამარ გვერდწითელი მედიას შეხვდება და ანტისემიტიზმთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციას გააცნობს.