დაკავებულთაგან ხუთი “თავისუფალი თაობის” წარმომადგენელია, ერთი კი – მოქალაქე, რომელიც აქციაში მონაწილეობდა. შსს-ს ინფორმაციით, სამი მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), ორი -173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და ერთიც – ორივე მუხლით.
“თავისუფალი თაობა” უკვე რამდენიმე კვირაა მართავს აქციებს “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მოთხოვნით, რომლებიც მუდმივად სრულდება ფიზიკური შეხლა-შემოხლითა და აქციის მონაწილეების დაკავებით.
