ახალი ამბები

I მაისს პროფკავშირების გაერთიანება აქციას გამართავს

23 აპრილი, 2019 • 832
I მაისს პროფკავშირების გაერთიანება აქციას გამართავს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება პირველ მაისს მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავს.
ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციამზე პროფკავშირების წარმომადგენლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამოფინეს დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობებზე შრომის უფასრთხოების წესების დარღვევის ამსახველი ფოტომასალა და მოქალაქეებს საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს:

“ჩვენ გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ არასრული ჩამონათვალი იმ კატასტროფისა, რაც ხდება ამ ქვეყანაში მშენებლობებთან, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იმ დროს, როდესაც აპრილის მონაცემებით, 10 გარდაცვლილი და 11 მძიმედ დაშავებულია ქვეყანაში, ბუნებრივია, საზოგადოების ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად. ამ დროს პოლიტიკოსები გვთავაზობენ ათას სისულელეს და გამოწვევებს, რაც აქვს საზოგადოებას, აბსოლუტურად არაადეკვატურად ეხმიანებიან”, – ამბობს პეტრიაშვილი.

მისი თქმით, პირველ მაისს, 17:00 საათზე, გაერთიანებული პროფკავშირები აქციას გამართავს:

“იმ დროს, როდესაც ახალგაზრდების დასაქმება არის უდიდესი პრობლემა – 35 პროცენტი დაუსაქმებელი ახალგზრდა გყავს ქვეყანაში- საპენსიო რეფორმით აბსოლუტურად დემოტივირებულს ვხდით დამსაქმებელს, დაასაქმოს ახალგაზრდა და აირჩიოს 40 წელს ზემოთ სამუშაოს მაძიებელი. იმ დროს, როდესაც ჩვენთვის პრობლემაა შრომის უსაფრთხოება, ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც აბსოლუტურად არ ეხება შრომის უსაფრთხოებას. რაც არ უნდა ფული გაჩნდეს ეკონომიკაში, ის არასამართლიანად ნაწილდება და მოსახლეობა ღარიბდება. ამას სჭირდება მოსახლეობის მხრიდან ადეკვატური დამოკიდებულება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი