სააკაშვილს უკრაინაში კანონიერად შემოსვლის საფუძველი არა აქვს – სასაზღვრო სამსახური

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში კანონიერად შესვლის სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.

“მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც უკრაინაში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ განაცხადა, ქვეყანაში კანონიერად შემოსვლის საფუძველი არა აქვს. აღნიშნულმა პირმა 2017 წლის სექტემბერში უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი პოლონეთიდან უკრაინაში, რაც ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით დასტურდება. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური მოქმედებს უკრაინის კანონმდებლობის საფუძველზე და კანონის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში”, – ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ გავრცეებულ ინფორმაციაში.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვების შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას მიმართა, ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა მოუხსნან.

სააკაშვილმა უკრაინას ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვის გაუქმება სთხოვა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.