ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი: შესაძლოა, 2015 ქალის წლად გამოვაცხადოთ

20 ოქტომბერი, 2014 •
გიორგი მარგველაშვილი: შესაძლოა, 2015 ქალის წლად გამოვაცხადოთ
ქვეყნის პირველმა პირმა სასულიერო ლიდერების მოსაზრება მოისმინა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული პრობლემის მოგვარება.
 
 
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია კომპლექსური სამუშაოების შესრულება, მათ შორის, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება. ასევე აღინიშნა, რომ ამ პრობლემას სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. სასულიერო პირების განცხადებით, საკუთარ მრევლთან ამ მიმართულებით მუშაობას გააღრმავებენ.
 

„ჩვენ შევხვდით საქართველოში მოღვაწე სასულიერო ლიდერებს იმ ტრაგედიებთან დაკავშირებით, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა. ერთმანეთს გავუზიარეთ ის ტკივილი, რომელიც ყველას ერთად გვაწუხებს და გადავწყვიტეთ, რომ უპირველესად ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, უფრო გრძელვადიანი”, – 

 

პრეზიდენტის თქმით, იყო იდეა, რომ 2015 წელი ქალის წლად გამოცხადდეს და ამ ძალიან დიდ პრობლემას ერთობლივად დაუპირისპირდნენ, რასაც თვითონაც უჭერს მხარს.

 

შეხვედრას პირველი ლედი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.

 

„ძალიან რთულია ამ საკითხის ასე სწრაფად გადაწყვეტა, რადგან აქ ძალიან მძიმე მკვლელობებზეა ლაპარაკი – ქალის მკვლელობა მეუღლის მხრიდან. ვფიქრობ, ამ საკითხს ფსიქოლოგიური და სოციალური დატვირთვა აქვს და ამას ცალკე განხილვა და რეაგირება სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია დომინირებდეს რელიგიური თემა. ამიტომ გაიმართა დღეს შეხვედრა სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი