ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი საბაჟო კავშირის ქვეყნებში საკუთარ პროდუქციას საქართველოს გავლით გაიტანს

20 ოქტომბერი, 2014 • • 1032
სომხეთი საბაჟო კავშირის ქვეყნებში საკუთარ პროდუქციას საქართველოს გავლით გაიტანს

მისივე თქმით, სომხეთის მწარმოებლების პროდუქცია საქართველოს გავლით ისე მოხვდება ევრაზიული კავშირის ქვეყნებში, რომ საბაჟო პროცესს არ გაივლის.


“მხოლოდ ერთი დოკუმენტი შეივსება – სატრანზიტო დეკლარაცია. ის არ მოიცავს საბაჟო გადასახადებს ჩვენი მწარმოებელი სუბიექტებისთვის,”- აცხადებს მინასიანი.


ამასთან, სომხეთის მხარე სპეციალური საიდენტიფიკაციო იარლიყს საკუთარ პროდუქციას იმ შემთხვევაში დაატანს, თუკი ის სხვა ქვეყნების საქონელთან ერთად გაივლის. მისი თქმით, ეს უზრუნველყოს საბაჟოზე ზედმეტ გართულებებს. 

 

რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა მიმდინარე წლის მაისში ხელი მოაწერეს და სექტემბერში რატიფიკაცია მოახდინეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნის შეთანხმებას 2015 წლის 1 იანვრიდან. ოქტომბრის დასაწყისში ამ შეთანხმებას სომხეთიც შეუერთდა.  სომხეთს ინტეგრაციული დაჯგუფების სხვა ქვეყნებისგან საქართველო ჰყოფს. 

 

მინასიანი ამბობს, რომ საბაჟო კავშირთან სომხეთის შეერთების შეთანხმებაში წერია, რომ სომხეთსა და ევრაზიული კავშირის სხვა ქვეყნებს შორის არ იქნება საბაჟო საზღვარი, ანუ სომხეთის პროდუქცია ამ ქვეყნებში მოსახვედრად არ გაივლის საბაჟო პროცესს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი