ახალი ამბები

ბევრ სხვა ადგილასაც ჰესი არ შეიძლება, მთავარი შემოსავალი ტურიზმიდან გვაქვს – სააკაშვილი

21 აპრილი, 2019 • 1351
ბევრ სხვა ადგილასაც ჰესი არ შეიძლება, მთავარი შემოსავალი ტურიზმიდან გვაქვს – სააკაშვილი

საქართელოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პანკისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, ის ამ მოცემულობაში ჰესის მშენებლობას არ ეთანხმება და გამოსავალს დიალოგში ხედავს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ არა მარტო პანკისში, არამედ საქართველოს ბევრ სხვა ადგილასაც, ჰესის აშენება არ შეიძლება იმიტომ, რომ ქვეყნის მთავარი შემოსავალი ტურიზმია:

“ხალხის მოთხოვნა რომ ჰესი სადაც შენდება, არ აშენდეს – სამართლიანია, რადგან ის უქმნის საფრთხეს მათ საცხოვრისს და ეკონომიკურ პერსპექტივებს. მე მესმის რატომ აშენებთ ამ ჰესებს: იმიტომ, რომ ივანიშვილის პირადი ინტერესებია, კალაძის პირადი ინტერესებია, მაგრმ ეს არ არის საქართველოს ინტერესი.

ბევრ სხვა ადგილას საქართველოში ჰესის აშენება ასევე არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოს მთავარი შემოსავალი არის ტურიზმი და ამ ტურიზმით ირჩენს ხალხი თავს. ეს ტურიზმი შეიქმნა ბოლო წლებში და ახლა ამასაც ექმნება დიდი საფრთხე” – ამბობს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი