ახალი ამბები

პირველი ლედი: ქალთა მიმართ ძალადობაზე ერთჯერადი რეაქცია არ იქნება საკმარისი

20 ოქტომბერი, 2014 • • 3314
პირველი ლედი: ქალთა მიმართ ძალადობაზე ერთჯერადი რეაქცია არ იქნება საკმარისი

მაკა ჩიჩუამ განაცხადა, რომ ქალთა პროლემების გადაჭრას სჭირდება სერიოზული ფიქრი:

“აბსოლუტურად, ასეთი სხვადასხვა აზრი, საკმაოდ საინტერესო წინადადებები გაჟღერდა, ოღონდ ჯერ ეს არ არის კონკრეტიკაში მოყვანილი. ამაზე არის საჭირო ფიქრი უფრო სერიოზული. მარტო აღშფოთება და ერთჯერადი რეაქცია არ იქნება საკმარისი”, – განაცხადა მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

 

მაკა ჩიჩუას აზრით, ქალთა საკითხების მოგვარებაში უნდა ჩაერიონ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები.  აღნიშნული განცხადება მან საქართველოს პრეზიდენტსა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მაკა ჩიჩუა
მაკა ჩიჩუა

მასალების გადაბეჭდვის წესი