ახალი ამბები

ბესელია: ძალადობას უნდა ვებრძოლოთ კომპლექსურად

20 ოქტომბერი, 2014 • • 881
ბესელია: ძალადობას უნდა  ვებრძოლოთ კომპლექსურად

“მივესალმები სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას. სოლიდარობა სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოების არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ ვებრძოლოთ ამ მართლა ძალიან სახიფათო ტენდენციას. ნებისმიერი ძალლადოების ფაქტი, ბოლო პერიოდში ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახური ძალადობის ფატებზე, (რასაც ბევრ შემთხვევაში მოჰყვა ძალიან მძიმე შედეგი) შეეხო არა მხოლოდ იმ ოჯახს და იმ ოჯახის წევრებს, რომელთათვისაც ეს არის უმძიმესი ტრავმა, ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს. მე ამიტომ მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენ კომპლექსურად ვებრძოლოდ ამ მოვლენას” – განაცხადა ბესელიამ.


პარლამენტის წევრმა ეს კომენტარი მედიასთან დღეს, “ექსპოჯორჯიაში” პროექტის პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა.  

 

ბესელას თქმით, ძალადობაზე რეაგირებითვის არ არის საკმარისი მხოლოდ სამართლებრივი პროცედურები ან სამართალდამცავების მოქმედებები, თუმცა მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი:

 

“პარლამენტმა დაამტკიცა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციისთვის უნდა გააქტიურდეს ყველა სამართალდამცავ უწყებაში მუშაობა. ამავე დროს, მე მგონია, რომ საჭიროა საგანმანათლებლო, სოციალური პროექეტბის კუთხით, ექსპერტების და სპეციალისტების მონაწილეობით ჩვენ კომპლექსურად შევიარაღდეთ  და ძლიან სახიფათო ტენდენცია დავამარცხოთ.” 

 

ბესელიას თქმით, ძალადობის მიზეზების ძებნა არ ნიშანვს ძალადობის გამართლებას: 

 

“მიზეზების ძებნა არ ნიშანვს ძალადობის გამართლებას. მიზეზების გარეშე არ შეიძლება უმკურნალო პრობლემას. ეს არის პრობლემა, რომელსაც ძირში უნდა ჩავყვეთ, რომ დავინახოთ მისი გადაჭრის მოკლე და სწრაფი გზა. არანაირი ფორმით არ არის გამართლებული არავის მხრიდან ძალადობა. ოჯახური ძალადობა სპეციფიკური და მძიმე მოვლენაა, რაასც სჭირდება გამკლავება კომპლექსური სოლიდარობით. ძალადობა, სადაც არ უნდა ხდებოდეს, მას უნდა ებრძოდეს სახელმწიფო. უკვე როცა ვხედავთ ტენდენიციას, ეს ნიშნავს კომპლექსური მიდგომის აუცილებლობას.” 

 

2014 წლის 17 ოქტომბერს ილიას უნივერსიტეტში ლექტორი ყოფილმა ქმარმა მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. 

 

2013 წელს კი საქართველოში ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 8 ქალი ქმარმა მოკლა, ხოლო ერთი – შვილმა.

 

2014 წელს ქალთა მკვლელობის 20–ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. 

 

ეკა ბესელია
ეკა ბესელია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი