ახალი ამბები

ღარიბაშვილი აქციაზე: სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავსი ტიპის დესტრუქციულ ქმედებას

20 ოქტომბერი, 2014 • • 1057
ღარიბაშვილი აქციაზე: სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავსი ტიპის დესტრუქციულ ქმედებას

“ძალიან სამწუხაროა, მსგავსი ფაქტები არის ყოვლად დასაგმობი და მიუღებელი ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავსი ტიპის პროვოკაციას და დესტრუქციულ ქმედებას. ეს არის დედაქალაქი თბილისი, სადაც არ უნდა იყოს, იქნება ეს სოფელი, რაიონი, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ მოქალაქეების ჯგუფმა, რომელიც არის გამომწვევი, იქცევიან დესტრუქციულად და პროვოკაციულად შექმნან არეულობა და ქაოსი. როდესაც პოლიციელზე ხელს აღმართავს პროვოკატორი და დესტრუქციული ძალის მქონე პიროვნება, ეს არის ყოვლად დასჯადი.  მოვუწოდებ შს მინისტრს, პროკურატურას, რომ მთლიანად და მაქსიმალურად გააკონტროლონ ამ ადამიანების პროვოკაციული ქმედება. ეს იქნება “ქართული ოცნება” თუ ნებისმიერი კუთვნილების წარმომადგენელი. ეს არის სახელმწიფო და მოქმედებს მკაცრი კანონები და ყველა უნდა დაემორჩილოს ამ კანონებს”,-განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

თბილისში, მოსეშვილის ქუჩაზე, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბინა მდებარეობს, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის დასასრულს სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 7 ადამიანი, მათ შორის ტელეკომპანია “ტაბულას” ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი