ახალი ამბები

პრემიერი: მთავარი ამოცანაა იმპორტირებული საქონელი ადგილობრივი პროდუქციით ჩავანაცვლოთ

20 ოქტომბერი, 2014 • • 1252
პრემიერი: მთავარი ამოცანაა იმპორტირებული საქონელი ადგილობრივი პროდუქციით ჩავანაცვლოთ

“ჩვენ დაგხვდა გაპარტახებული და გაღატაკებული სოფელი, დაცლილი მოსახლეობისგან. ჩვენ დაგხვდა დანგრეული სოფლის მეურნეობა. წარმოების არარსებობა რეგიონებში და ქვეყანაში ზოგადად. ქვეყანა იყო ორიენტირებული მხოლოდ იმპორტზე. შემოგვქონდა 85% და ჯერ კიდევ შემოქგვაქვს უფრო ნაკლები სოფლის პროდუქცია მეზობელი ქვეყნებიდან. მაგალითად, ზაფხულის თვეებში ჩვენი გლეხების მოყვანილი ატმის შესყიდვა ხდება ჩვენი მეზობელი ქვეყნების მხრიდან, ხდება მათი შენახვა სპეციალურ სამაცივრო მეურნეობებში და მათ ყიდიან საქართველოში  ზამთარში ხუთმაგ და ექვსმაგ ფასად. ეს არის მარტივი მაგალითი იმისა, თუ რა მდგომარეობაში  არის და იყო ჩვენი სოფლის მეურნეობა. რა თქმა უნდა, გამოწვევები იყო ძალიან ბევრი. გუშინ გვქონდა გაცვლითი ეკონომიკური საბჭოს სხდომა, შევიკრიბეთ ეკონომიკური გუნდის წევრები, მინისტრები და ასევე გუბერნატორები.  კიდევ ერთხელ შევაჯამეთ, რა რესურსები აქვს საქართველოს და ამას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ ბიზნესის წარმომადგენლებს. ამ რესურსებიდან რას ვერ ვიყენებთ თუ არ ვიყენებთ, ჩვენდა საუბედუროდ. პრაქტიკულად გამოიკვეთა, რომ თითოეულ რაიონში ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი რესურსი, რაც ჭირდება ადგილობრივ ბაზარს. ჩვენ შეგვიძლია ვაწაარმოოთ, რაც ჭირდება ადგილობრივ ბაზარს, და ასევე ჩვენ ვიყოთ ექსპორტზე ორიენტირებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პირველ რიგში, ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი ადგილობრივი მაღალხარისხიანი პროდუქციით და ამავდროულად ჩვენ დავგეგმოთ მაღალი ხარისხის ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები”.- განაცხადა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 

პრემიერ-მინისტრმა შეკრებილებს შეახსენა, რომ საქართველოში 2 მილიონი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს და ორ წელიწადში ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დააყენებდა ფეხზე ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას:

 

“დღეს გამოდიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვაებიც, რომლებსაც მე მიმაჩნია, რომ უბრალოდ არ აქვს უფლება განაცხადონ, რომ ამ 2 მილიონ ღარიბ ადამიანს რატომ ვერ უშველა სახელმწიფომ 2 წელიწადში. დამისახელოს ნებისმიერმა პროფესორმა, ჩვენზე მეტად მცოდნემ, გამოცდილმა ადამიანმა ერთი მაგალითი თუნდაც, რომელიმე ქვეყნის პრეცედენტი მოიყვანოს, სადაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ფეხზე დამდგარიყოს ორ წელიწადში, ეს არის გამორიცხული, ეს არის ილუზია, რომელსაც უქმნიან მოსახლეობას და კიდევ ერთხელ შეყჰავთ შეცდომაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ეს არის გამორიცხული, მაგრამ გამორიცხული არ არის ის, რაც ჩვენ დავიწყეთ და შეუძლებელი არ არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს არის ის, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობა ფეხზე უნდა დავაყენოთ და გავაძლიეროთ სოფელი”.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გეგმის ეფექტურობის საილუსტრაციოდ ისარელის მაგალითი დაასახელა, სადაც, მისი თქმით, მოსახლეობა ქალაქებიდან სოფლებში მიდის საცხოვრებლად. მან ასევ ისაუბრა საქართველოსა და ისრაელის ერთ-ერთი კომპანიის, “დემეტერის” თანამშრომლობის შესახებ, რომლის დამფუძნებელი და მეპატრონე ისრაელის ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრია:

 

“ისრაელში გვაქვს უნიკალური შემთხვევა- თუ არის ტენდენცია გლობალურად, რომ სოფლებიდან ხდება ქალაქებში მიგრაცია, ისრაელში არის პირიქით, ქალაქებიდან მიდიან სოფლად.  იმიტომ, რომ სოფელში არის აბსოლუტურად განვითარებული ინფრასტრუქტურა- გზა, წყალი, ამაზე აღარ საუბრობენ უბრალოდ და თანამედროვე ტექნელოგიებითაა გაჯერებული სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობა არ იქნება დასაქმების ერთადერთი წყარო. ეს მოიცავს მთელ ციკლს, კომპლექსს, ეს იქნება გადამამუშავებლი საწარმოები, სხვადასხვა საწარმოები, ბიზნესი და სხვა, რომელიც ავტომატურად განვითარდება. დღეს საქართველოს ყველა რეგიონსა და რაიონში დიდი ნაწილი საუბრობს გზების არქონაზე, გაზის არქონაზე, უშუქობაზე. რა თქმა უნდა, დასაქმებაზე საუბრობენ, სასმელ წყალზე საუბრობენ,  ჩვენი ქვეყანა არის რიგით მეორე წყლის რესურსების სიმდიდრით, ეს არის უნიკალური მიწის რესურსების ქვეყანა. გვაქვს 500 მეტი ჯიშის სახეობის ყურძენი, 22 მიკროკლიმატი, ჩვენ ქვეყანაში არის ყველა რესურსი, რომ იყო თანამედროვე ტექნოლოგიებით განვითარებული სოფლის მეურნეობა”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი