ახალი ამბები

პროკურატურის ცნობით, სდსს-ს თანამშრომელმა თანხა მიითვისა

20 ოქტომბერი, 2014 • • 1008
პროკურატურის ცნობით, სდსს-ს თანამშრომელმა თანხა მიითვისა

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2014 წლის 20 სექტემბერს  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი იქნა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ თანხების მითვისების ფაქტი, რაც სათანადო რეაგირებისათვის გადაეგზავნა თბილისის პროკურატურას. 

 

გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტზე.

 

გამოძიების ცნობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება, აღნიშნულ სამსახურში 1996 წლიდან მუშაობს და 2013 წლის თებერვლიდან 2014 წლის სექტემბრამდე პერიოდში ზემოხსენებული სამსახურის კუთვნილი თანხები მითვისების მიზნით გადარიცხა როგორც პირად, ასევე ოჯახის წევრების სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე. 

 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე, ზარალის ზუსტი ოდენობის დასადგენად მიმდინარეობს ფინანსური  რევიზია, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი