ბორკილები. დაკავებული. ფოტო: canva-ს ფოტობაზა

პოლიციამ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაცია  “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ის დღეს, 20 აპრილს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, პროკურატურას მიმართა. როგორც მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, დაკავებულმა “ფეისბუქზე” პოსტი დაწერა, რომლითაც მის შვილს დაემუქრა.

მისი თქმით, პოსტის “სქრინები” პროკურატურას წარუდგინა.

გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.