მათთვის, ვისაც ებოლას ვირუსი აშინებს, გაცნობებთ: პირველი – საკრუიზო ხომალდზე ებოლა არ დადასტურდა. ამერიკელებმა დადასტურებულად თქვეს, რომ გაკეთდა ანალიზები და ებოლა არაა მგზავრის გარდაცვალების მიზეზი. ამაზე უკვე დაიწერა ამერიკულ პრესაში, რომ ებოლა გემზე არ დასტურდება.
მეორე – რაც შეეხება საზღვრებზე კონტროლს, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ყველა საზღვარზე იმ 4 ქვეყნიდან შემოსულებს, სადაც ებოლაა გავრცელებული, ვაკონტროლებთ შემდეგნაირად: ხდება მათი რეგისტრაცია, ვიწერთ მისამართს და მონაცემებს. ყველას ურიგდება სამახსოვრო (სადაც წერია, ამა და ამ სიმპტომების შემთხვეაში სად უნდა დარეკონ). 21 დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგები აკონტროლებენ ბინაზე, ანუ ხდება ეპიდზედამხედველობა. საქართველოში ამ დრომდე სულ შემოსულია 86 ადამიანი ძირითადად ნიგერიიდან, ერთი იყო ლიბერიიდან. გუშინდელი მონაცეებით 13 ადამიანია დაკვირვების ქვეშ, სხვა დანარჩენს 21 დღიანი ვადა გაუვიდა. ებოლა არავის არ დაუდასტურდა. პანიკის საფუძველი არ არსებობს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების ფეისბუკ-გვერდზე გავრცელდა.