ახალი ამბები

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

20 აპრილი, 2019 • 884
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია.  კალინინგრადში გამართულ ფინალურ შეხვედრაზე ქართველმა ბორჯღალოსნებმა ესპანეთი 20-10 დაამარცხეს.

პირველი ტაიმი ესპანეთმა 10:6 მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა და საბოლოოდ, მოწინააღმდეგეს 10 ქულით სძლია.

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი