ახალი ამბები

ღარიბაშვილის სახლთან გამართულ აქციაზე ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები დააკავეს [ვიდეო/ფოტო]

19 ოქტომბერი, 2014 • • 964
ღარიბაშვილის სახლთან გამართულ აქციაზე ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები დააკავეს [ვიდეო/ფოტო]

მომიტინგეები იშლებოდნენ, როდესაც ქუჩაზე რამდენიმე ახალგაზრდამ გაიარა ტაშით და შეძახილით “წადით”, რის შემდეგაც მომიტინგეების ნაწილსა და მათ შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება გაიმართა. ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ცნობით, საბოლოო ჯამში, პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა, მათ შორის ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “პიკასოს კლუბის” წარმომადგენელი სალომე მახარაშვილი, ასევე, კობა ნაროუშვილი და ადვოკატი რომეო საჯაია.


შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სულ 7 ადამიანია დაკავებული, რომელთაც ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


უწყებაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, დაკავებულია თუ არა ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე და რა მუხლით.


ახალაიას მხარდამჭერების აქცია ღარიბაშვილის სახლთან - 19.10.14
ახალაიას მხარდამჭერების აქცია ღარიბაშვილის სახლთან – 19.10.14



მასალების გადაბეჭდვის წესი