ახალი ამბები

აშშ-ში შვილების წამებაში ბრალდებულ მშობლებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

20 აპრილი, 2019 • 979
აშშ-ში შვილების წამებაში ბრალდებულ მშობლებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

მშობლებს, რომლებიც თავიანთი 13 შვილიდან 12 მათგანის დატყვევებასა და წლების განმავლობაში წამებაში არიან ბრალდებულნი, კალიფორნიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

The Guardian-ის თანახმად, გათავიდუფლების მოთხოვნა მათ მხოლოდ 25 წლის შემდეგ შეუძლიათ.

მშობლებისაგან – დევიდ და ლუიზა ტურპინებისგან – შვილები გასული წლის იანვარში, მას შემდეგ დაიხსნეს, რაც ერთ-ერთმა მათგანმა, 17 წლის გოგომ, ჩაკეტილი სახლის ფანჯრიდან გაპარვა და პოლიციაში დარეკვა შეძლო.

გამოძიების თანახმად, მშობლები გამოკეტილ შვილებს აწამებდნენ, სცემდნენ, აშიმშილებდნენ, ზოგიერთი მათგანი კი საწოლზე ჰყავდათ მიჯაჭვული. შვილების ასაკი 2-დან 29 წლამდე მერყეობს.

წყვილს ბრალი, ოფიციალურად, 2018 წლის თებერვალში წაუყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი