ახალი ამბები

სინოპტიკოსების ცნობით, ხვალიდან გამოიდარებს

19 ოქტომბერი, 2014 • • 1022
სინოპტიკოსების ცნობით, ხვალიდან გამოიდარებს

როგორც ნეტგაზეთს ზემოხსენებული განყოფილების უფროსის მოადგილე ლია კაკიაშვილმა განუცხადა, ის უამინდობა, რომელიც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე 19 ოქტომბერს ფიქსირდება, მხოლოდ ერთდღიანი პროცესია და ორშაბათიდან ამინდი შეიცვლება:


“წუხელ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ცივი ჰაერის მასაები, რამაც ამინდის გაუარესება გამოიწვია. დღეს დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, დღის პირველ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. დღის მეორე ნახევრიდან ნალექის ინტენსივობა შედარებით იკლებს. ტემპერატურა დაახლოებით 10-15 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც გუშინდელ მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 10 გრადუსით ნაკლებია. მაღალმთიან რაიონებში მოთოვს.


აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ზოგგან იწვიმებს. მაღალ მთაში მოთოვს. ზოგან დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს (28 მეტრ/წამამდე). ჰაერის ტემპერატურა 11-16 გრადუსის ფარგლებში იქნება. გუშინ ტემპერატურა 20-24 გრადუსი იყო”, – აცხადებს კაკიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი