ახალი ამბები

NGO-ები კაპანაძის იმპიჩმენტს ნეგატიურად აფასებენ

19 აპრილი, 2019 • 802
NGO-ები კაპანაძის იმპიჩმენტს ნეგატიურად აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის თანამდებობიდან ვადამდე ადრე გადაყენების შესახებ, ნეგატიურად აფასებენ.

“სამწუხაროა, რომ მრჩეველთა საბჭომ გაიზიარა იმპიჩმენტის ინიციატორთა სადავო არგუმენტები და არ გაითვალისწინა ის პროგრესი, რომელიც ტელევიზიამ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში მიაღწია, რაც დასტურდება როგორც  ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, მათ შორის, ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიისა და “Human Rights Watch”-ის ანგარიშებში”, – აცხადებენ განცხადების ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები.

NGO-ები შეფასებით, აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესი წარმოადგენს ქვეყანაში იმ ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებას, რომელიც არასამთავრობოების შეფასებით, მედიაგარემოს გაუარესებისაკენ არის მიმართული და აძლიერებს ეჭვებს შესაძლო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიური ანალიზის ცენტრი

ნათია კაპანაძე გადაყენების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

მასალების გადაბეჭდვის წესი