ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაჭრილ ორივე პირს ოპერაცია უტარდება

18 ოქტომბერი, 2014 •
ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაჭრილ ორივე პირს ოპერაცია უტარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ქალმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მის შვილსა და მეუღლეს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ აცნობა.


“საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი,”- წერია შსს-ს განცხადებაში.


ორივე პაციენტი მაშინვე თბილისის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი