ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაჭრილი ორი პირის მდგომარეობა მძიმეა

18 ოქტომბერი, 2014 • • 1053
ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაჭრილი ორი პირის მდგომარეობა მძიმეა

“ვერაფერს გეტყვით სხვას, იმის გარდა, რომ ორი პირი შემოიყვანეს ჩვენთან. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ერთი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს ოპერაცია ჩაუტარდება,”- აცხადებს ნატა ხურციძე, რესპუბლიკური დაავადმყოფოს წარმომადგენელი.


რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თბილისში ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძახებული პოლიციის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ქალმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა, მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელიც ცოლზე ძალადობდა, ცეცხლსასროლი იარაღით პოლიციელი დაჭრა.


შსს-ში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.  

რესპუბლიკური საავადმყოფო, თბილისი, საქართველო 18/10/2014 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი