ახალი ამბები

რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების საკითხზე პრემიერმა უწყებებს გეგმების შემუშავება დაავალა

18 ოქტომბერი, 2014 • • 1353
რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების საკითხზე პრემიერმა უწყებებს გეგმების შემუშავება დაავალა
პრემიერის დავალების შესაბამისად, ყველა უწყებამ უახლოეს მომავალში უნდა წარადგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მათ შორის საგარეო აქტივობების მიმართულებით.
 
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძეს თქმით, საქართველოს ინტერესების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმი იქნება გამოყენებული.
 
ოფიციალური ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული იქნება ხელისუფლების ყველა შტო და, როგორც ჯანელიძე იმედოვნებს, საკითხისადმი კონსოლიდირებული მიდგომა სათანადო შედეგებს გამოიღებს.
 
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაფართოებული ფორმატით დღეს, 18 ოქტომებრს გაიმართა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი