ახალი ამბები

ჰქონდა თუ არა ანაზღაურება თურნავას საპარტნიორო ფონდში- დეკლარაციით უცნობია

19 აპრილი, 2019 • 1804
ჰქონდა თუ არა ანაზღაურება თურნავას საპარტნიორო ფონდში- დეკლარაციით უცნობია

50 ათასი აშშ ნაღდი ფული და არაერთი  უძრავი ქონება გვხდება ეკონომიკის ახალი მინისტრის ქონებრივ  დეკლარაციაში, თუმცა მითითებული არ არის ხელფასი/ანაზღაურება საპარტნიორო ფონდიდად, სადაც ნათია თურნავა  მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე მუშაობდა.

ნათია თურნავა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 18 აპრილს დანიშნა პრემიერ-მინისტრმა, მანამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.  მინისტრის მოადგილედ 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე კი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო 2013 წლიდან.

თურნავამ 2018 წლის დეკემბერში მინისტრის მოადგილის რანგში შეავსო დეკლარაცია. დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში თანამდებობის პირს უნდა აესახა წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მისი ქონებრივი მდგომარეობა.

“ნეტგაზეთისთვის” ჯერჯერობით უცნობია, რატომ არ მოხვდა დეკლარაციაში თურნავას ანაზღაურება საპარტნიორო ფონდიდან, რადგან მინისტრთან დაკავშირება ვერ მოახერხა. მას ან არ ჰქონდა ანაზღაურება საპარტნიორო ფონდში, ან არ მიუთითა.

ეს ინფორმაცია უცნობია საჯარო სამსახურის ბიუროსთვისაც, სადაც ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია საპარტნიორო ფონდიდან ან ეკონომიკის სამინისტროდან უნდა

ამავე დეკლარაციის მიხედვით, თურნავას 23951,07 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული როგორც სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიების (ციკლონი) სამეთვალყყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და 24000 ლარი როგორც შპს გარდაბნის თბოსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს.

გარდა ამისა, მინისტრი თურნავა ყოველთვიურად სახლის გაქირავებით 2000$ შემოსავალს იღებს.

დეკლარაციის მიხედვით, ნათია თურნავა და მისი მეუღლე არაერთ უძრავ ქონებას ფლობენ. კერძოდ, ნათია თურნავა ფლობს 2 ბინას და ავტოფარეხს თბილისში, მიწის ნაკვეთს მცხეთაში, ხოლო მისი მეუღლე- ბინებს თბილისსა და ბათუმში, ასევე, მიწის ნაკვეთებს.

დეკლარაციით, თურნავას ოჯახს არაერთი იპოთეკური კრედიტი აქვს აღებული დოლარსა და ევროში. ასევე, დეკლარაციის შევსების პერიოდში მითითებული აქვს 50 ათასი აშშ დოლარი ნაღდი ფულის სახით.

უძრავი ქონება, რომელსაც ნათია თურნავა ფლობს 2018 წლის დეკემბერში შევსებული ქონებრივი დეკლარაციით

უძრავი ქონება, რომელსაც ნათია თურნავას მეუღლე ფლობს 2018 წლის დეკემბერში შევსებული ქონებრივი დეკლარაციით

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი