ახალი ამბები

შარტავას ქუჩაზე 19 აპრილს, 8 საათის განმავლობაში, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება

18 აპრილი, 2019 • 1387
შარტავას ქუჩაზე 19 აპრილს, 8 საათის განმავლობაში, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება

19 აპრილს, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, ავტომანქანების გადაადგილება სრულად აიკრძალება შარტავას ქუჩაზე.

ამის მიზეზი შარტავას ქუჩაზე  თბილისის მერიასთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოებია. ხიდის დემონტაჟი 18 აპრილს დაიწყო.

ინფორმაციას მოძრაობის შეზღუდვის შესახებ შსს ავრცელებს.

“ სააკაძის მოედნიდან ავტომანქანები იმოძრავებენ საბურთალოს ქუჩის გავლით პეკინის ქუჩის მიმართულებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი