გორის მაღაზიიდან სიგარეტი გაიტაცეს, ბრალდებული დაკავებულია- რადიო მოზაიკა

რადიო “მოზაიკის” ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მაღაზიიდან რამდენიმე სიგარეტი გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქციის ყაჩაღობის, ასევე გამყიდველზე ძალადობის ბრალდებით ამ საქმეზე ერთი პირი 16 აპრილს დააკავეს. ბრალდებულს პირობითი მსჯავრი ჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  178 -ე[ყაჩაღობა] და 126-ე [ძალადობა] მუხლებით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი