“ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში ჩვენ შევძლებთ პირველი ფაზა წარმატებით დავხუროთ და გადავიდეთ იმპლემენტაციის შემდეგ ეტაპზე, რაც დროსთან ერთად საქართველოს მისცემს საშუალებას გახსნას საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩვენმა მოქალაქეებმა უვიზოდ, ყოველგვარი შეფერხებების და ბარიერების გარეშე იმოგზაურონ და იმოძრაონ ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით”, – განაცხადა წულუკიანმა “ქრონიკის”ეთერში.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისარს საშინაო საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა. ევროკომისარმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პირველი ფაზა წარამტებით სრულდება.
სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ევროკომისრის გაცხადებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მიგრაციის საკითხების მოწესრიგებისთვის შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები და უსაფრთხო დოკუმენტების დანერგვისთვის განხორციელებული ღონისძიებები.





