დღეს, 16 ოქტომბერს საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა. აღნიშნულ საკითხზე განცხადება ან კომენტარი საქართველოს მთავარი პროკურატურაში ჯერ არ გაუკეთებიათ.
საბერძნეთში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია 2014 წლის თებერვალში დააკავეს ყალბი ტურისტული საბუთის დამზადების ბრალდებით. საბერძნეთის მხარისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ახალაიას ექსტრადიციის საკითხი განიხილეობოდა. საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლითაა დაწყებული.





