“ჩემთვის გაუგებარია და ამოუხსნელია მათი ეს მისწრაფება. თუმცა მე მინდა აქვე განვმარტო, ჩვენ მოვისმინეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში იქაც არაერთგვაროვანი რეაქცია დაფიქსირდა, თუნდაც პარლამენტში. იქ ვნახეთ რომ საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ აღნიშნული ტექსტის მისამართით. ჩვენ ასევე ველოდებოდით რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას. დღეს გაიმართა ბააშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა. მქონდა მცირე სატელეფონო საუბარი ბატონ აბაშიძესთან. რუსულმა მხარემ პრაქტიკულად დაადასტურა რომ ეს ხელშეკრულება არის განხილვის სტადიაში. თუმცა რა ვადებში ქინება იქნება და რა ფორმით იქნება, დარჩება ეს ტექსტი არ დარჩება ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გავრცელდება. მეც ძალიან მაინტერესებს რა იქნება საბოლოო პოზიცია რუსეთის ხელისუფლების. ასევე არ მინდა დავიჯერო რომ რუსეთის ხელისუფლება აპირებს ჩვენს კონსტუქციულ და პრაგმატულ პოლიტიკას უპასუხოს აი ასეთი ნაბიჯით. ეს წესით თუ ამას შევხედავთ პრაგმატულად არ უნდა შედიოდეს არავის ინტერესებში,”- განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს, 16 ოქტომბერს მედიასთან საუბარში.
ღარიბაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ, მთავრობამ მაშინვე მოიწვია უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო.
“ჩვენ გვქონდა საკმაოდ ვრცელი და ხანგრძლივი განხილვა ამის თაობაზე. და ჩვენ სწორედ საბჭოს ფორმატში შევიმუავეთ ის პოზიცია, რომელიც შემდგომში საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაახმოვანა და მე არ მინდა გავიმეორო ის, რაც ტექსტში არის სრულად მოცემული. მე რა თქმა უნდა სრულად ვიზიარებ ეს არის თავიდან ბოლომდე შეთანხმებული ჩემთან და უსაფრთხოების საბჭოსთან. ეს სრულად გამოხატავს ჩვენს პოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში. რა თქმა უნდა ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. მინდა რომ ქრონოლოგიურად განვმარტო ის, თუ რა მივიღეთ და რას მივაღწიეთ ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობის მიმართებაში.”
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, პრაქტიკულად ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ სიტუაციის დეესკალაცია მომხდარიყო.
“ჩვენ დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი. რაც იყო პირდაპირი რეკომენდაცია და რჩევა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის. ჩვენ ეს მოვახერხეთ. დღემდე არცერთი მცდელობა არ დაგვიკლია იმისათვის რომ წარმოგვეჩინა, რომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად პრაგმატული, კონსტურქციული, და სტაბილური მთავრობა და ხელისუფლება. ამის მიუხედავად, თქვენ ნახეთ რომ ამ ჩვენს მცდელობას რეალურად პოლიტიკურ სიტუაციაზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია გარდა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებისა.”
მისი თქმით, ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ბოლო დღეების განმავლობაში, არის შემაშფოთებელი.
“მინდა ყველას გითხრათ გულწრფელად, მე პირადად ძალიან მაღელვებს ჩვენი ძმების აფხაზების ბედი, როგორც ამაყი ერის რომლის თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის მეც პირადად ყველაფერს გავაკეთებ. მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რომმ შენარჩუნდეს აფხაზეთის, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერის და ჩვენი მოძმე ერის თვითმყოფადობა. თუ ეს ხელშეკრულება ამ ფორმით გაფორმდება, ეს რა თქმა უნდა იქნება დამაზიანებელი და საფრთხის მომტანი აფხაზებისთვის, როგორც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ერისთვის. მეორეს მხრივ მე არ მინდა დავიჯერო რომ აფხაზეთის მოსახლეობა მთლიანად და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25 წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის და აღიარებისთვის და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.





