როგორც გრიგორი კარასინმა პრაღაში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რუსეთში საქართველოს ექსპორტი ბოლო ორი წლის განმავლობაში 6-ჯერ გაიზარდა.
“ეს არის თვალსაჩინო მაჩვენებელი იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი ვითარდება,”- განაცხადა კარასინმა
მოლაპარაკებების დროს მხარეები ასევე საქართველოს ევროასოციაციის შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებსაც შეეხნენ.
“ჩვენ მივედით დაკვნამდე, რომ დღეს ეს ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება და კარგი შედეგები აქვს. მოვილაპარაკეთ, რომ თუ საქართველოს ევროპული შეთანხმებების პირობები იქონიებს გავლენას ჩვენს ორმხრივ კავშირებზე ეკონომიკასა და ვაჭრობაზე, ჩვენ მივუბრუნდებით ამ თემას.”