ახალი ამბები

ოპოზიციამ ანრი ოხანაშვილს გამოსვლის საშუალება არ მისცა

18 აპრილი, 2019 • 914
ოპოზიციამ ანრი ოხანაშვილს გამოსვლის საშუალება არ მისცა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა შერჩევის წესზე უნდა ემსჯელათ, 14:00 საათამდე შესვენება გამოცხადდა.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა მომსხენებელ ანრი ოხანაშვილს არ მოუსმინეს. მას სიტყვა შეძახილებით და მაგიდაზე ხელების ბრახუნით შეაწყვეტინეს. ოპოზიცია მოითხოვდა, სესიაზე განხილვა სახალხო დამცველის მოსმენით დაეწყოთ, როგორც ეს დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატს დღის წესრიგში ადგილის გადანაცვლების შესახებ ბიუროს სხდომაზე შეუთანხმდენენ.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების თქმით, მათ საშუალება არ ჰქონიათ, კანონპროექტის კორექტირებული ვერსიას გასცნობოდნენ. უმრავლესობის მიერ მომზადებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესში ცვლილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე შევიდა. საბოლოო ვარიანტზე უმრავლესობა დღეს ჩამოყალიბდა პარტიის ოფისში გამართული სხდომის შემდეგ.

საბოოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა 14:00 საათისთვის გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი