ახალი ამბები

თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობაზე 23 მილიონ ლარამდე დაიხარჯა

16 ოქტომბერი, 2014 • • 843
თბილისის პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობაზე 23 მილიონ ლარამდე დაიხარჯა

როგორც IDFI-ის განცხადებაში წერია, აღნიშნული თანხიდან პარლამენტის შენობის განახლებასა და მოწყობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი პარლამენტის აპარატმა გამარტივებული შესყიდვის (ერთ პირთან მოლაპარაკების) გზით განახორციელა, რაზეც 16 479 613 ლარი გაიხარჯა. 

“ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა 5 656 468 ლარის ღირებულების შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით – 410 265 ლარის შესყიდვა, ხოლო კონკურსის გზით – 186 000 ლარის შესყიდვა.

 

რაიმე სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ პარლამენტის პლენარული სხდომები თბილისში უნდა ჩატარდეს, დღემდე არარსებობს. შესაბამისად, ჩნდება კითხვები პლენარული სხდომის დარბაზისთვის ძვირადღირებული მოწყობილობების შესყიდვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები პარლამენტი სთბილისში სრულყოფილი მუშაობისა,”- ნათქვამია IDFI-ის განცახდებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი