ახალი ამბები

პოლიციამ ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა დააკავა

16 ოქტომბერი, 2014 • • 991
პოლიციამ ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა დააკავა

შსს-ს ცნობით, მიშა შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იგი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

 

სამართალდამცველებiს ინფორმაციით, მიშა შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დარჩელი-ორსანტიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიების ცნობით, დაკავებულმა 15 ოქტომბერს, გვიან ღამით, სოფელ დარჩელში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ტაქსის მძღოლს გოდერძი შ-ს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

 

შსს-ს ცნობით, მიშა შ. შემთხვევის ადგილიდან გარდაცვლილის კუთვნილი ავტომობილით მიიმალა, მოგვიანებით კი ავტომანქანა მეზობელ სოფელში – ახალ კახათში მიატოვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი